menu

   
                 
01:09
სუშანტ სინგ რაჯპუტი
ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა
19:55 / 26-03-2025
"ოთხი წლის შემდეგ სიმართლე გაირკვა" - ბოლივუდის მსახიობი, რომელსაც შეყვარებულის სიკვდილში სდებდნენ ბრალს, სასამართლომ გაამართლა
ბო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი რეა ჩაკ­რა­ბორ­ტი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლო 34 წლის სუ­შანტ სინგ რა­ჯპუ­ტის სიკ­ვდილ­ში სდებ­და ბრალს, გა­ა­მარ­თლეს. მსა­ხი­ობს გი­სო­სებს მიღ­მა 27 დღის გა­ტა­რე­ბა მო­უ­წია.

სუ­შანტ სინგ რა­ჯპუ­ტი 2020 წლის 14 ივ­ნისს, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. პირ­ვე­ლა­დი ცნო­ბე­ბი თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და, იმა­საც ამ­ბობ­დნენ, რომ მსა­ხი­ო­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს ებ­რძო­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ში მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რეა ჩაკ­რა­ბორ­ტი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ჩაკ­რა­ბორ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო - და­აბ­რა­ლეს, რომ გარ­დაც­ვლილ მსა­ხი­ობს ნარ­კო­ტი­კებ­სა აწ­ვდი­და და 2020 წლის 8 სექ­ტემ­ბერს და­ა­პა­ტიმ­რეს. ჩაკ­რა­ბორ­ტის დევ­ნიდ­ნენ, ავიწ­რო­ებ­დნენ და უმო­წყა­ლოდ აბუ­ლინ­გებ­დნენ. მე­დი­ამ მას "ბე­დის მო­ნა­დი­რე", "მა­ფი­ის თო­ჯი­ნა" და "მა­მა­კა­ცე­ბის სა­ტყუ­ა­რა" შე­არ­ქვა.
ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ობ­მა სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი წა­მო­ი­წყო და თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ხებ პოდ­კას­ტში ისა­უბ­რა.

"ბო­ლი­ვუდ­ში გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს და­ვუ­კავ­შირ­დი. კვლავ ფილმში გა­მო­ჩე­ნა მინ­დო­და, თუმ­ცა მალე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ეკ­რან­ზე ჩემი და­ნახ­ვა არა­ვის გა­უ­ხარ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ყალ­ბი ნა­რა­ტი­ვი სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მა­წუ­ხებ­და - ამი­ტომ პა­ტი­ე­ბა გა­დავ­წყვი­ტე" - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.

ახლა, ოთხი წლის შემ­დეგ, სი­მარ­თლე გა­მოვ­ლინ­და. ინ­დო­ე­თის გა­მო­ძი­ე­ბის ცენ­ტრა­ლურ­მა ბი­უ­რომ (CBI) სა­სა­მარ­თლოს გა­ნუ­ცხა­და, რომ რა­ჯპუ­ტი თვით­მკვლე­ლო­ბით გარ­და­იც­ვა­ლა და რომ ჩაკ­რა­ბორ­ტის მის სიკ­ვდილ­ში არა­ნა­ი­რი როლი არ ჰქო­ნია.
ნანახია: 18 | დაამატა: ➷Mariami❀ | ტეგები: წარმატებას შეწირული ადამიანები სუშა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar